|
2019-01-31 20:24:16, 1972 ნახვა
პოლიტიკა
ევროკომისია - არსებობს გარკვეული შეშფოთება მაღალი დონის კორუფციასთან დაკავშირებით
საქართველო აგრძელებდა ანტიკორუფციული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის განხორციელებას; თუმცა არსებობს გარკვეული შეშფოთება მაღალი დონის კორუფციასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ ევროკომისიის მესამე ანგარიშშია აღნიშნული. „რაც შეეხება კორუფციის პრევენციას და მის წინააღმდეგ ბრძოლას, საქართველო აგრძელებდა ანტიკორუფციული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის განხორციელებას ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული ვალდებულებების შესაბამისად. აღნიშნული პოლიტიკის შედეგები საერთაშორისო რეიტინგებში აისახა; თუმცა არსებობს გარკვეული შეშფოთება მაღალი დონის კორუფციასთან დაკავშირებით. 2017 წლის საერთაშორისო გამჭვირვალობის (Transparency International) კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველოს მაჩვენებელია 56/100 (2016 წელს - 57/100), რაც უფრო მაღალია ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან შედარებით. 2018 წლის მსოფლიო ბანკის კორუფციის კონტროლის მაჩვენებელი გაუმჯობესდა, 2017 წელს - 77/100 მიაღწია (2016 წელს 74 და 2015 წელს 75 იყო) საჯარო მოხელეების მიერ წარმოდგენილი ქონებრივი დეკლარაციები ეფექტურად კონტროლდება 2017 წლიდან (კანონით, მთლიანი დეკლარაციების 5% მოწმდება). 2017 წლიდან საჯარო სამსახურში ეთიკის კოდექსი მოქმედებს. 2018 წლის ივლისში საქართველომ აქტივების აღდგენის ეროვნულ სამსახურად მთავარი პროკურატურის ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველო შეარჩია“, - ნათქვამია ანგარიშში. საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ მე-3 ანგარიში ანგარიშის სრული ტექსტი იხილეთ აქ
ბათუმში ამზადებდნენ ცნობილი ბრენდების ფალსიფიცირებულ ვისკისა და სხვა ალკოჰოლურ სასმელებს
პოლიციამ კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით ერთი პირი დააკავა, მეორის მიმართ კი დევნა დაიწყო
მიხეილ სააკაშვილი – არ მივატოვე ხალხი განსაცდელში, ფეხზე დავაყენე საქართველო, მთელი დემოკრატიული სამყარო და ქვეყანა გადავარჩინეთ
აშშ-ის საელჩო - აშშ კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)