|
2019-01-31 20:14:13, 1232 ნახვა
საზოგადოება
ბავშვთა სიღარიბის და მათი უფლებების დარღვევის მაჩვენებელი ისევ მაღალია - ევროკომისია
საქართველოში ევროპულ მაჩვენებლებთან შედარებით ბავშვთა უფლებებს, ჩვილთა (და დედების) სიკვდილიანობის მაჩვენებლები კვლავ მაღალია, - ამის შესახებ საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელებასთან დაკავშირებით, ევროკომისიის მესამე ანგარიშშია აღნიშნული. ანგარიშის თანახმად, სიკვდილიანობის მაჩვენებელი ორსულობამდე, პერინატალური და მშობიარობის შემდეგ გაწეული დაბალი ხარისხის სერვისებით არის განპირობებული. "ბავშვთა სიღარიბე კვლავ მაღალია. ღარიბ ოჯახებში მცხოვრები ბავშვების რაოდენობა 26.8% -დან 31.6% -მდე გაიზარდა. ყოველი მეხუთე ბავშვი ცხოვრობს ოჯახში, სადაც ძირითადი საჭიროებები არ კმაყოფილდება. დაიწყო ბავშვთა დაცვის ახალი, მოწინავე რეფერალური პროცედურებისა და სახელმწიფო საკოორდინაციო მექანიზმის განხორციელება ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირების, გადაცემისა და რეაგირების მიზნით. არ დასრულებულა ბავშვებზე ზრუნვის დეინსტიტუციონალიზაცია; ჯერ კიდევ მოქმედებს ორი დიდი დაწესებულება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის. ასევე სათანადო მონიტორინგის გარეშე ფუნქციონირებს რამდენიმე არარეგულირებული დაწესებულება, რომლებსაც აფინანსებენ და მართავენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია და მუსლიმთა თემები. საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ მე-3 ანგარიში ანგარიშის სრული ტექსტი იხილეთ აქ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)