|
2019-01-31 20:08:38, 1504 ნახვა
საზოგადოება
ევროკომისია: საქართველოში გენდერული უთანასწორობა კვლავ მაღალია
მიუხედავად კანონმდებლობის დახვეწის და საზოგადოებაში ცოდნის გავრცელების მცდელობებისა, საქართველოში გენდერული უთანასწორობა კვლავ მაღალია, - ამის შესახებ საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელებასთან დაკავშირებით, ევროკომისიის მესამე ანგარიშშია აღნიშნული. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, გენდერული უთანასწორობის ინდექსში (GII) 188 ქვეყნიდან საქართველო 76-ე ადგილზეა, ხოლო ქალებისა და მამაკაცების უთანასწორობის გლობალურ ინდექსში12 (GGGI) 144 ქვეყნიდან 94-ე ადგილზე. "ქალები არასაკმარისად არიან წარმოდგენილები პოლიტიკაში და შრომის ბაზარზე. რაც შეეხება უმცირესობებს, განხორციელების პროცესშია საქართველოს თანასწორობისა და ინტეგრაციის სტრატეგია და მისი ყოველწლიური სამოქმედო გეგმები, რომელიც მიზნად ისახავს ეროვნულ უმცირესობათა ინტეგრირებას. სახელმწიფო ენის შესახებ კანონის (ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ მუნიციპალიტეტებში არასახელმწიფო ენების გამოყენების თაობაზე) აღსრულებასთან დაკავშირებით, შესაბამისი დეპარტამენტი შეიქმნა პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარების ქვეშ. ორ მუნიციპალიტეტში შეიქმნა საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოების ახალი ორგანოები, რომელიც მიზნად ისახავდა ეროვნულ უმცირესობათა ადგილობრივ დონეზე მონაწილეობის გაზრდას", - ნათქვამია ანგარიშში. საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ მე-3 ანგარიში ანგარიშის სრული ტექსტი იხილეთ აქ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)