22:22 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-31 18:32:31, 998 ნახვა

საზოგადოება
პირი, რომლის ბინაშიც დღეს 7 ადამიანი CO-თი გარდაიცვალა, დაკითხვის დროს შეუძლოდ გახდა

პირი, რომლის ბინაშიც დღეს ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, 7 ადამიანი გარდაიცვალა, დაკითხვის დროს შეუძლოდ გახდა. 

ალექსანდრე მურადოვს სამედიცინო დახმარება პოლიციის განყოფილებაშივე აღმოუჩინეს. ადგილზე გამოძახებული ექიმის განცხადებით, პაციენტს ნერვიულობის ნიადაგზე წნევა ჰქონდა მომატებული. მისივე თქმით, მურადოვმა საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი განაცხადა. 

„გამოძახებული ვიყავი მურადოვნთან. არ ვიცი, მაგრამ ვიღაც ჰყავთ დაკითხვაზე, ეს არის თუ სხვა, არ ვიცი...ინერვიულა სავარაუდოდ, იმის გამო, რომ ბინის მეპატრონე ვარო, ჩემს ბინაში რომ მოხდა ეს ამბავიო. ნერვიულობის ნიადაგზე ცოტა გული ჰქონდა აჩქარებული და წნევა ჰქონდა მომატებული. ვუთხარი, თუ გინდათ საავადმყოფოში წაგიყვანთ, თვითონ განაცხადა უარი, იმიტომ, რომ შეიძლება გამოძიებას დავჭირდეო და ამიტომ დარჩა“, - განაცხადა ექიმმა.

ცნობისთვის, „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლები, მეზობლები და ბინის მეპატრონე, სადაც 7 ადამიანი გარდაიცვალა, პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან. 

შეგახსენებთ, რომ თბილისში, გაზის გაჟონვის შედეგად, 7 ადამიანი გარდაიცვალა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics