11:26 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-30 11:21:33, 1182 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: სწორი ბალანსის პოვნას თუ მოვახერხებთ, ცილისწამების შესახებ კანონპროექტი შესაძლოა, მომზადდეს და იყოს მიღებული

„სწორი ბალანსის პოვნას თუ მოვახერხებთ, ცილისწამების შესახებ კანონპროექტი შესაძლოა, მომზადდეს და იყოს მიღებული", – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, საკითხი ძალიან რთული და კომპლექსურია და არის სერიოზული დილემა.

„საზოგადოებაში გვაქვს პრობლემა. ვხედავთ, რომ იგივე ბილწსიტყვაობა ყოველდღიურობა გახდა, რაც ქართულ საზოგადოებაში მიღებული არ იყო და ჩვენ კულტურასთან მაინცდამაინც თავსებადი არ იყო. თუმცა, თანდათანობით, ხელოვნურად, თუ არახელოვნურად ცდილობენ, ბილწსიტყვაობა საჯარო სივრცეში დაამკვიდრონ, რაც პირადად ჩემთვის და ძალიან ბევრი ადამიანისთვის მიუღებელია. გარდა ამისა, გვაქვს „ფეიკ ნიუსების", ანუ ყალბი, ცრუ ინფორმაციის პრობლემა და ეს პრობლემა თუნდაც, საგარეო საფრთხეებთან არის დაკავშირებული", – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პრობლემა სერიოზულია, მაგრამ მეორე მხარეს დგას გამოხატვის თავისუფლება, რაც ჭარბი დოზით არ უნდა შეიზღუდოს და რა თქმა უნდა, კონსტიტუციის პრინციპები არ უნდა დაირღვეს.

„შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ დისკუსიისთვის, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებთან და ექსპერტებთან. თუ ჩვენ სწორი ბალანსის პოვნას მოვახერხებთ, ამ შემთხვევაში შესაძლებელია, კანონპროექტი მომზადდეს და ის მიღებული იყოს. მთავარია, ერთ მხარეს არ დაზარალდეს გამოხატვის თავისუფლება და მეორე მხარეს, ეს ობიექტური ინტერესები იყოს დაცული", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბათუმში ამზადებდნენ ცნობილი ბრენდების ფალსიფიცირებულ ვისკისა და სხვა ალკოჰოლურ სასმელებს
პოლიციამ კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით ერთი პირი დააკავა, მეორის მიმართ კი დევნა დაიწყო
მიხეილ სააკაშვილი – არ მივატოვე ხალხი განსაცდელში, ფეხზე დავაყენე საქართველო, მთელი დემოკრატიული სამყარო და ქვეყანა გადავარჩინეთ
აშშ-ის საელჩო - აშშ კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics