19:44 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-28 11:23:01, 944 ნახვა

საზოგადოება
NDI - გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კრიმინალური მდგომარეობა გაუარესდა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კრიმინალური მდგომარეობა გაუარესდა.

კერძოდ, კითხვაზე - „ბოლო 10 წელიწადში, როგორც შეიცვალა საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა?“ - გამოკითხულთა 43%-მა განაცხადა, რომ გაუარესდა, 32%-მა - იგივე დარჩა, 18%-მა - გაუმჯობესდა, 7%-მა კი აღნიშნა, რომ „არ იცის“.

ამასთან, გამოკითხულთა აზრით, ყველაზე ხშირი ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულები, ქურდობა/ძარცვა/ყაჩაღობა, ავტოსაგზაო შემთხვევები და ავარიებია.


 

კვლევა, 2018 წლის 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,205 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1 პროცენტი.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics