19:44 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-27 10:34:40, 1325 ნახვა

საზოგადოება
საზოგადოების დროულად და უწყვეტად ინფორმირება ჰაერის ხარისხის შესახებ - air.gov.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შექმნილი ახალი პორტალი - air.gov.ge უზრუნველყოფს ჰაერის ხარისხთან და მონიტორინგთან დაკავშირებული სრული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ერთიან სივრცეში, ელექტრონული მმართველობის ხელშეწყობას, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით ღონისძიებების დაგეგმვას და გადაწყვეტილების მიღებისა და პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობას.
მნიშვნელოვანია საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ინფორმაცია, როგორც ჰაერის მდგომარეობის შესახებ, ისე მისი დაცვის გზებსა და დაგეგმილ ინიციატივებზე. მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება გადამწყვეტი ფაქტორია ამ პრობლემის მოგვარების კუთხით, რადგან თითოეულ ჩვენგანს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების საქმეში, რაც საერთო ჯამში დასახულ მიზნამდე მიგვიყვანს. 
მიმდინარეობს მოლაპარაკება ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოსთან (EEA), რომ ახალი პორტალის მეშვეობით მონაცემების გაცვლა და ინტეგრირება მოხდეს EEA-თან და ევროპის ჰაერის ხარისხის პორტალზე (http://airindex.eea.europa.eu/) აისახოს საქართველოს მონაცემები. EEA-ის ექსპერტების ვიზიტი რამდენიმე დღის წინ განხორციელდა საქართველოში და მათი შეფასებით, პორტალი არის მაღალ დონეზე მომზადებული, საიდანაც შესაძლებელია  გამოცდილების გაზიარება. ეს იქნება პირველი შემთხვევა, რომ ევროკავშირის არაწევრ ქვეყნასთან მოხდეს მონაცემების გაცვლა და ერთიან ევროპულ საინფორმაციო სისტემაში ინტეგრირება.

NS





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics