|
2019-01-26 18:14:07, 1666 ნახვა
პოლიტიკა
ზალკალიანი: ვუფრთხილდებით ვიზა-ლიბერალიზაციის მონაპოვარს და ევროკავშირის ყველა ქვეყანასთან აქტიურად ვთანამშრომლობთ
„ჩვენ ვუფრთხილდებით ვიზალიბერალიზაციის მონაპოვარს და ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანასთან აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ესპანურ მხარეს არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ქართულ მხარესთან თანამშრომლობის კუთხით და მეტიც, მათი მხრიდან მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. „შეხვედრაზე პოზიტიურად იქნა შეფასებული ის ქმედებები, რაც ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით გადაიდგა ქართული მხარის მიერ, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო არის მოწინავე ქვეყანა რეადმისიის ვალდებულებების შესრულების მხრივ. შევთანხმდით, რომ მომავალშიც აქტიურად ვითანამშრომლებთ ამ საკითხებზე. ჩვენ გვაქვს ერთობლივი გეგმები და მნიშვნელოვანია, რომ ამ სფეროში თანამშრომლობის კუთხით არანაირი პრეტენზია ესპანურ მხარეს არ გამოუთქვამს, რაც მაძლევს იმის იმედს, რომ მომავალში კიდევ უფრო გავაღრმავებთ ურთიერთობას და ის მონაპოვარი, რაც გაგვაჩნია უვიზო მიმოსვლის სახით, იქნება შენარჩუნებული და გაფრთხილებული, რადგან ამას აქვს არა მხოლოდ პრაქტიკული, არამედ პოლიტიკური მნიშვნელობა, რომელსაც საქართველო უფრთხილდება“, - განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ესპანეთის შს მინისტრთან შეხვედრის შეფასებისას. მისი თქმით, ამ საკითხებზე საქართველო ასევე აქტიურად მუშაობს ევროკავშირის წევრს ყველა ქვეყანასთან. ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრა, დავით ზალკალიანის ესპანეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ესპანეთის თანამშრომლობას სამართალდამცავ სფეროში, რასაც ესპანეთის მხრიდან მაღალი შეფასება მიეცა. ვიზიტის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელი ესპანეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება, ასევე მოინახულებს ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაზე წარმოდგენილ ქართულ სტენდს და შეხვედრას გამართავს ადგილობრივ დიასპორასთან.
ბაიბა ბრაჟე – ლატვია ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს
პოლონეთის საელჩო – საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მე-18 წლისთავზე, სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს
ლელო მუხადგვერდის სასაფლაოზე - ომი არ დასრულებულა, მცოცავი ოკუპაციით გრძელდება
ბათუმში ამზადებდნენ ცნობილი ბრენდების ფალსიფიცირებულ ვისკისა და სხვა ალკოჰოლურ სასმელებს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)