18:29 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-24 17:30:52, 1225 ნახვა

საზოგადოება
ჭილაძის ქუჩაზე თანამედროვე სკვერი მოეწყო

საბურთალოს რაიონში, ჭილაძის ქუჩა N166-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი მოეწყო.

სამუშაოების ფარგლებში, სკვერში საბავშვო-გასართობი მოედანი მოეწყო, სადაც სხვადასხვა სახის ატრაქციონი დამონტაჟდა. ასევე, მოეწყო საჩრდილობელი, ფიტნეს ზონა და გარე განათების სისტემა.

სკვერში 80-მდე სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები დაირგო. ტერიტორიაზე ასევე, განთავსდა სკვერისთვის შესაბამისი სხვა ინფრასტრუქტურა.

საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით უთმელიძესთან ერთად სკვერი დაათვალიერა.

„ვფიქრობ, ყველაზე განსხვავებული და თანამედროვე სკვერი მოვაწყვეთ. ადგილობრივი მცხოვრებლები უკვე განახლებული რეკრეაციული სივრცით ისარგებლებენ. ეს სწორედ ის ადგილი გახდება, სადაც ადგილობრივებს შესაძლებლობა ექნება, ნებისმიერ დროს დაისვენოს და გაერთოს“, -განაცხადა საბურთალოს გამგებელმა.

სკვერის მოწყობის სამუშაოები, რომლისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 197 630 ლარი დაიხარჯა, კომპანია „ჯეო პარკმა“ განახორციელა. აღნიშნულ მისამართზე ასევე, სპორტული მოედანი მოეწყო.

 

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics