|
2019-01-24 13:49:12, 4295 ნახვა
საზოგადოება
ბაღებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება სავალდებულო ხდება
ბაღებში, სკოლებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება სავალდებულო ხდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების სამმართველოს უფროსმა ეკა ადამიამ განუცხადა. როგორც მან განმარტა, იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ პირს წითელას ვაქცინა ჩატარებული არ აქვს, შესაძლოა, მას მოსწავლის ან სტუდენტის სტატუსი შეუჩერდეს. „21 იანვრის მონაცემებით, საქართველოში წითელას 430 შემთხვევაა დაფიქსირებული. ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია 20-40 წლის ასაკობრივ ჯგუფში. წითელა ძალიან ადვილად გადამდები დაავადებაა, რომელიც სწრაფად ვრცელდება. მისი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მთავრობამ გამოსცა პრევენციული ღინისძიებების შესახებ განკარგულება, რომლის მიხედვითაც, სხვადასხვა სტრუქტურას აქვს ვალდებულება, არაიმუნურ პირებში ვაქცინაცია მასობრივად ჩატარდეს. ეს განსაკუთრებით 1-დან 19 წლამდე ასაკის არასრულად ვაქცინირებულ პირებს ეხება. რაც შეეხება 19 წლიდან 40-წლამდე ასაკის პირებს, რომელიც არამყარი იმუნიტეტით გამოირჩევა, ასევე ვალდებული იქნებიან, ჩაიტარონ ვაქცინაცია. იმ შემთხვევაში, თუ აცრის შესახებ დოკუმენტაცია სრულად არ იქნება წარმოდგენილი, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სავალდებულოა გარკვეული სანქციების შემოღებაც. მთავრობის განკარგულება განათლების ყველა საფეხურზე მყოფ პირებს ეხება. თუ არასრულად ვაქცინირებული პირი ერთ დამატებით ვაქცინას არ ჩაიტარებს, განათლების სამინისტროსა და მასზე დაქვემდებარებულ სტრუქტურებს შესაძლებლობა აქვთ განიხილონ სტატუსის შეჩერების საკითხი. გარდა ამისა, განკარგულების მიხედვით, ყველა საჯარო მოხელეზე საუბარი არ არის, თუმცა შეიარაღებულ ძალებსა და 19 წლის ზემოთ ასაკის პირებზეა საუბარი. აღნიშნულ პირებში აცრის ჩატარება რეკომენდებულია და არა სავალდებულო“, – აღნიშნა ეკა ადამიამ.
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)