|
2019-01-24 10:31:11, 1399 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს
„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც ესწრება. სხდომაზე სხვადასხვა საკითხებზე იმსჯელებენ, მათ შორის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიაზე და საგაზაფხულო სესიაზე განსახილველ საკითხებზე. შეხვედრას უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელიაც ესწრება, რომელმაც სწორედ მოსამართლეების შერჩევის საკითხზე აზრთა სხვადასხვაობის გამო, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. ბესელია იმედს გამოთქვამს, რომ გუნდი საერთო პოზიციაზე შეჯერდება. "ამ სხდომისთვის ჩამოვედი დილით და მაქვს ძალიან საქმიანი განწყობა და ძალიან მინდა, რომ უმრავლესობის შეხვედრა, რომელიც პირველია უმრავლესობის ამ ფორმატში დეკემბრის ბოლო კვირის შემდეგ, გაიმართოს საგნობრივი, შინაარსობრივი და არგუმენტებით მსჯელობა. ძალიან მნიშვნელოვან და სახელმწიფოებრივ საკითხზე, როგორიც არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა და სასამართლოს რეფორმირების საკითხი. ვარ მზად იმისთვის, რომ ჩემი პოზიციები, რომელიც არის ძალიან პრინციპული, გავუზიარო ჩემს კოლეგებს და ვუთხრა არგუმენტები, რატომ, მაქვს ეს პოზიცია და რატომ მიმაჩნია, რომ არ შეიძლება იმ სიის მხარდაჭერა, რაც იყო წარმოდგენილი და რატომ არ შეიძლებოდა ნაჩქარევად ამ საკითხის განხილვა და რა უნდა გაკეთდეს მომავალში. მაქვს მე მგონი ძალიან მყარი არგუმენტები. მე იმედი მაქვს, რომ ასეთი შეხვედრა იქნება დღეს, არგუმენტებით საუბარი და მინდა დავიტოვო ასევე იმის იმედიც, რომ შევჯერდებით საერთო ხედვაზე და პოზიციაზე",- აღნიშნა ბესელიამ. სხდომის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა, ლევან კობერიძემ. მან აღნიშნა, რომ ის ადამიანები, ვინც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10-კაციან სიას მხარი დაუჭირა, იუსტიციის საბჭოში არ უნდა იყვნენ. „იმედი მაქვს, საერთო დასკვნამდე მივალთ, რომ იუსტიციის საბჭოს ის წევრები, რომელთაც ხმა მისცეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიას, თავის ნებით გადადგებიან და თანამდებობას დატოვებენ. უნდა შევჯერდეთ, რომ ეს ადამიანები იუსტიციის საბჭოში არ უნდა იყვნენ, რადგან ხელს უშლიან სამართლიანი სასამართლოს ფორმირებას“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)