|
2019-01-23 09:58:41, 1514 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპული საქართველოს“ ინიციატივით წარდგენილ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას ევროსაბჭომ მხარი დაუჭირა
ევროსაბჭომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას დაუჭირა მხარი. „ევროპული საქართველოს“ ინიციატივა საპარლამენტო ასამბლეაზე პარლამენტის უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ წარადგინა. "ჩვენ დავპირდით საზოგადოებას, ტატუნაშვილის და ოთხოზორიას ოჯახებს, რომ მკვლელები საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარმდგარიყვნენ. საერთაშორისო სამართლებლივი ზომების და სანქციების გამოყენებით მშვიდობიანი მოსახლეობის გატაცებაში, წამებასა და მკვლელობაში ბრალდებული პირები ვერ უნდა ახერხებდნენ თავისუფლად გადაადგილებას. ევროპარლამენტის და აშშ-ს კონგრესის შემდეგ უკვე ევროსაბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც მხარდაჭერილია ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია და მხარდაჭერილია ყველა საერთაშორისო სანქცია. „ევროპული საქართველო“ გააგრძელებს მუშაობას ამ სიის კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო მხარდაჭერისთვის. ყველა დამნაშავე უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე და უნდა დაისაჯოს. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მეტი სერიოზულობით და პასუხისმგებლობით მოეკიდოს ამ თემას მათ შორის ქვეყნის შიგნით და გადახედონ ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიას, დაამატონ ყველა ის პირი, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევასა და დანაშაულის დაფარვაში“, - აცხადებს დავით ბაქრაძე.
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)