17:24 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-22 13:40:15, 1062 ნახვა

საზოგადოება
ისლანდიამ 2018 წელს თავშესაფარი საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ მისცა

ისლანდიაში 2018 წელს თავშესაფარი საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ მისცეს. 

ქვეყნის იმიგრაციის სამსახურის სტატისტიკის თანახმად, ისლანდიაში საქართველოს მოქალაქეთა 84 მოთხოვნა განიხილეს, აქედან 65 საქმეზე უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღეს, ხოლო 19 შემთხვევაში, განხილვა სხვა მიზეზით შეწყდა. 

სტატისტიკის მიხედვით, თავშესაფარი სულ 39 მოქალაქემ მოითხოვა. აღსანიშნავია, რომ 2017 წელთან შედარებით თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობამ იკლო. 2017 წელს თავშესაფრის მაძიებელთა 289 განაცხადი დაფიქსირდა. 

შეგახსენებთ, რომ ისლანდიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics