|
2019-01-18 15:21:26, 2164 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას და დავოსს ეწვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას და დავოსს ეწვევა. როგორც მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ლიეტუვა არის საქართველოს მხარდამჭერი ქვეყანა და ოფიციალური ვიზიტის შემდეგ ქვეყნებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება. „დაგეგმილი გვაქვს ოფიციალური ვიზიტი ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, ლიეტუვაში, ლიეტუვა არის ჩვენი მხარდამჭერი, მეგობარი ქვეყანა, რომელიც ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე იცავს ჩვენს ინტერესებს. მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ჩვენს მეგობრებს, დარწმუნებული ვარ, აღნიშნული ვიზიტის შედეგად ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრის თქმით, დავოსში ვიზიტისას, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართება როგორც პოლიტიკურ, ასევე ბიზნეს ლიდერებთან. „ჩვენ გვექნება ოფიციალური ვიზიტი დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გვექნება როგორც პოლიტიკურ, ასევე ბიზნეს ლიდერებთან, რამდენიმე ძალიან მსხვილ კომპანიასთან ჩვენ უკვე გვაქვს კონკრეტული მოლაპარაკებები და ვიმედოვნებ, რომ დავოსში ამ შეხვედრების შედეგად საკმაოდ მნიშვნელოვანი ინვესტიციების მოზიდვას მოვახერხებთ ჩვენს ეროვნულ ეკონომიკაში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)