|
2019-01-16 14:26:33, 1428 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: უახლოეს წლებში ჩვენი უმთავრესი საზრუნავი იქნება ჩვენი ქვეყნის სრული ევროპეიზაცია
„უახლოეს წლებში ჩვენი უმთავრესი საზრუნავი იქნება ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება და ამ გზით საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური გარემოს გარდაქმნა, ჩვენი ქვეყნის სრული ევროპეიზაცია",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. ირაკლი კობახიძემ ჩვენი ქვეყნის დასავლური ინტეგრაციისა და ამ მხრივ მიღწეული პროგრესის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველომ ბოლო წლებში ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე არა მხოლოდ რიტორიკული, არამედ პრაქტიკული ნაბიჯები გადადგა. „ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია არის ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ცივილიზაციური არჩევანი, ეს არ არის მხოლოდ პრაგმატული არჩევანი ჩვენთვის და ამ არჩევანს აქვს ღირებულებითი საფუძველი აქვს. ამ მხრივ მიღებულმა ხელშესახებმა შედეგებმა, როგორიცაა უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, კიდევ უფრო გაზარდა მოსახლეობის მხარდაჭერა დასავლური ინტეგრაციის მიმართ",- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. ამ კონტექსტში, ირაკლი კობახიძემ საქართველოში განხორციელებულ საკონსტიტუციო რეფორმაზე გაამახვილა ყურადღება. მისივე თქმით, ევროკავშირთან ეტაპობრივ დაახლოებასა და სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმაც. „2018 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებით, ყველა ორგანო ვალდებული გახდა, იზრუნოს ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანებისთვის. შესაბამისად, ეს მიზანი უკვე კონსტიტუციურ მიზნადაც განისაზღვრა. უახლოეს წლებში ჩვენი უმთავრესი საზრუნავი იქნება ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება და ამ გზით საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური გარემოს გარდაქმნა, ჩვენი ქვეყნის სრული ევროპეიზაცია. გვჯერა, რომ ამით ვაძლიერებთ არა მხოლოდ ქართულ დემოკრატიას და მოქალაქეების კეთილდღეობას, არამედ დამოუკიდებლობის საფუძველსაც. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა ასევე სამოქმედო გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს ევროკავშირთან ეტაპობრივ დაახლოებას და სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებას. იმედი გვაქვს, რომ თავის მხრივ ევროკავშირიც უფრო აქტიურად დაუჭერს მხარს საქართველოს ინტეგრაციის პროცესს",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)