|
2019-01-11 20:50:57, 1491 ნახვა
პოლიტიკა
კონსტანტინიდი ელ-სალვადორის პრეზიდენტისა და ბიბილოვის შეხვედრაზე - უკანონო მცდელობებით საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაცია ვერ მოხდება
„ელ-სალვადორსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1999 წელს დამყარდა და მას შემდეგ ჩვენს სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობა ვითარდება როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ელ-სალვადორი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და არასდროს დაუყენებია ეჭვის ქვეშ საერთაშორისო სამართლის ეს ფუნდამენტური ნორმა“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ ვენესუელაში ელ-სალვადორის პრეზიდენტისა და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლის ანატოლი ბიბილოვის შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს შეხვედრა ვენესუელაში, ნიკოლას მადუროს საპრეზიდენტო ინაუგურაციის პარალელურად შედგა. კონსტანტინიდის თქმით, ქართული მხარე ისევე, როგორც მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, არ ცნობს 2018 წელს ვენესუელაში არადემოკრატიულად ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს და მთელი ცივილიზებული მსოფლიო გმობს მადუროს რეჟიმის იმ ქმედებებს, რომლებიც ძალადობისა და ჰუმანიტარული კრიზისის გამწვავებისკენ არის მიმართული. მისივე განცხადებით, ამ ფონზე, საერთაშორისო თანამეგობრობის მკაცრი კრიტიკის საგანი გახდა თავად „ინაუგურაციის“ ცერემონიაც, ხოლო საოკუპაციო რეჟიმების უკანონო მცდელობები, ვენესუელაში „ინაუგურაციის“ ფარგლებში კონტაქტები დაემყარებინათ იმ მცირე სახელმწიფოთა ჯგუფთან, ვინც ესწრებოდა ცერემონიას, არის უშედეგო და მსგავსი უკანონო მცდელობებით ვერ მოხდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მიმდინარე ოკუპაციას და იქ განხორციელებულ ეთნიკური წმენდის გადაფარვა. "აღნიშნულ ინციდენტში გასარკვევად ჩვენ, ბუნებრივია გვქონდა პირველადი კომუნიკაცია ელ-სალვადორის მხარესთან და განვაგრძობთ ამ საკითხზე მათთან მუშაობას"- განაცხადა კონსტანტინიდიმ, რომელმაც ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უკანონო რეჟიმებთან რაიმე ტიპის კონტაქტების დამყარება იმთავითვე იწვევს გარიყვას და მწვავე კრიტიკას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, ხოლო აშშ-მა ფინანსური დახმარების შეზღუდვის ზომებსაც კი მიმართა იმ ქვეყნების მიმართ, ვინც საერთაშორისო სამართლის პრინციპის დარღვევით აღიარებენ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობას. "საქართველოს საგარეო უწყების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს არაღიარების პოლიტიკის შემდგომი განმტკიცება. საგარეო უწყება დაუყოვნებლივ რეაგირებს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმების მიერ საზღვარგარეთ უკანონო კონტაქტების დამყარების მცდელობაზე და ახორციელებს საქმიანობას აღიარების რისკების პრევენციის მიზნით", - განაცხადა კონსტანტინიდიმ.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)