|
2019-01-10 10:32:53, 4776 ნახვა
საზოგადოება
რა ღირს და რომელ აფთიაქებშია შესაძლებელი ანტივირუსული პრეპარატის, „ტამიფლუ“-ს შეძენა
ე.წ. „ღორის გრიპის“ საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტურ პრეპარატად „ტამიფლუ“ მიიჩნევა. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში მისი ღირებულება დაახლოებით 100 ლარს შეადგენს, თითო აბის ღირებულება კი 5-10 ლარია. „ექსპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რამდენად შეესაბამება აღნიშნული ინფორმაცია სინამდვილეს და „ტამიფლუს“ ღირებულება სააფთიაქო ქსელებში - „ავერსი“, „ფარმა დეპო“ „PSP” და „ჯი პი სი“-ში გადაამოწმა. „PSP"-ს აფთიაქებში „ტამიფლუს“ ღირებულება 68 ლარია, „ავერსი“-ს აფთიაქებში მისი შეძენა 99 ლარად არის შესაძლებელი, „ფარმა დეპო“-ში მისი ღირებულება 71 ლარს შეადგენს, ხოლო რაც შეეხება „ჯი პი სი“-ს, პრეპარატი 93,65 ლარი ღირს. შეგახსენებთ, რომ ანტივირუსული პრეპარატი „ტამიფლუ“ სოციალურად დაუცველებისა და ორსულების გარდა, უფასოდ ბავშვებზე, პენსიონერებზე, ონკოლოგიურ და სხვა ტიპის დაავადებულ ადამიანებზეც გაიცემა. „ტამიფლუ“ თბილისის მასშტაბით მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილ სააფთიაქო ქსელებში იყიდება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)