|
2019-01-09 13:33:30, 1254 ნახვა
საზოგადოება
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ჭავჭავაძეზე მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შემთხვევის დროს სასწრაფოდ დახმარების ცენტრის ავტომანქანაში იმყოფებოდა პაციენტიც, რომელიც არ დაშავებულა და გადაყვანილია დანიშნულების ადგილზე. “თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი მწუხარებას გამოთქვამს დღეს, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. აღნიშნული შემთხვევის მომენტში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტომანქანაში იმყოფებოდა პაციენტიც, რომელიც არ დაშავებულა და გადაყვანილია დანიშნულების ადგილზე. მოგეხსენებათ, მომხდარის შედეგად, დაიღუპა ერთი, ხოლო დაშავდა 12 ადამიანი, მათ შორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 2 ექიმი. ყველა მათგანს უკვე გაეწია სათანადო სამედიცინო დახმარება”, - ნათქვამია განცხადებაში.
ფოტო: რუსთავი 2
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)