11:00 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-07 14:24:36, 1354 ნახვა

საზოგადოება
მამა ანდრია ჯაღმაიძე - უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს

კიკეთის ტაძრის წინამძღვარის, მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებით არსებობს აზრთა სხვადასხვაობა.

როგორც დეკანოზმა TV პირველის ეთერში განაცხადა, საბოლოო გადაწყვეტილებას სინოდის სხდომა საკითხის განხილვის და პოზიციების შეჯერების შემდეგ მიიღებს.

"27 დეკემბერს ბოლო სინოდმა იმსჯელა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე. სინოდის გადაწყვეტილებით, ისინი შემდეგ სხდომაზე გააგრძელებენ ამ საკითხზე მსჯელობას. საპატრიარქოს პოზიცია რა თქმა უნდა განსხვავებული ვერ იქნება სინოდის გადაწყვეტილებისგან. ამიტომ, დაველოდებით შემდეგ სინოდს, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. ყველას აქვს თავისი შეხედულება. სინოდზე სწორედ ამიტომ არ იქნა მიღებული ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რადგან არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა. ამიტომ, დრო და დრო ვხვდებით, რათა ეპისკოპოსებმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ", - განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
ფიშერი - ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა - მადლობა, ბედნიერად და Auf Wiedersehen
აშშ-ის საჰაერო ძალებმა წყნარ ოკეანეში B-2-დან გაშვებული LRASM რაკეტა გამოსცადეს
მოსკოვს კვლავ დრონებმა დაარტყეს, დაიბომბა ნოვოროსიისკის პორტიც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics