|
2019-01-03 18:51:59, 2113 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: მადლობას ვუხდი ფედერიკა მოგერინის, ევროკავშირის ახლო და მნიშვნელოვან პარტნიორად საქართველოს მოხსენიებისთვის
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის განცხადებას სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ საშუალებით გამოეხმაურა. „მადლობას ვუხდი საქართველოს ნამდვილ მეგობარს - ფედერიკა მოგერინის - ევროკავშირის ახლო და მნიშვნელოვან პარტნიორად საქართველოს მოხსენიებისთვის, რაც ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების უფრო მაღალ დონეზე აყვანას ადასტურებს და ევროკავშირისთვის საქართველოს მნიშვნელობის გაზრდას ცხადყოფს“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში. ფედერიკა მოგერენიმ 2018 წლის მთავარ მოვლენებს შორის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს სტუმრობა დაასახელა, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში წერს, რომლის სათაურია „12 რამ, რაც 2019 წელსაც უნდა შევინარჩუნოთ“.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)