|
2019-01-03 15:01:15, 1382 ნახვა
პოლიტიკა
„რაღაც ჯგუფმა ჩემთან ომი გადაწყვიტა - ეს დაავალეს და მე გავარკვევ ვინ“ - ეკა ბესელია ბრალდებებს პასუხობს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ექსპერტ გია აბაშიძის მიერ გავრცელებულ ბრალდებებს პასუხობს, რომლის მიხედვითაც აბაშიძემ ის ქრთამის აღებაში დაადანაშაულა. როგორც ბესელიამ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, მსგავსი ბრალდებები მისთვის სასაცილოა. ამასთან, მისივე თქმით, 3 დღის წინ მას "მსგავსი ტიპის პროვოკაციების შესახებ აფრთხილებდნენ". "ეს იმდენად დიდი აბსურდია და ეს ისეთი სიგიჟეა, ისეთი სამარცხვინო რამ არის რაც გია აბაშიძემ დაწერა, რომ საერთოდ შინაარსში ვერ შევალ. მაგრამ რა არის ამ ყველაფრის პოლიტიკური მხარე, ამას ვხვდები. ჯერ ერთი გია აბაშიძე არ არის უცხო ადამიანი. ის პარტიის ოფისში ტრიალებს და შიგნით მუშაოს პრესის, თუ პიარის თუ ექსპერტების ჯგუფთან მუშაობს. მისგან მიკვირს ვინ დაავალა ასეთი რამის დაწერა. რაღაც ბმას ვხედავ, რადგან დაახლოებით 2-3 დღის წინ მითხრეს, რომ რაღაც ტიპის პროვოკაცია მზადდებოდა, თუმცა არ ვიცოდი რა შინაარსის. დაასახელეს ეს გვარი და უბრალოდ გამეცინა, რადგან ამ ადამიანს პირადად არ ვიცნობ. გია აბაშიძეს ეს დავალება მისცეს, თუმცა არ ვიცი ვინ მისცა. ვინ დაავალა ამას გავარკვევ. არ მინდა დავიჯერო და არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს არის ის ფორმა და ის გზა, რომლითაც რაღაც ჯგუფმა ჩემთან ომი გადაწყვიტა", - აღნიშნა ბესელიამ. ცნობისთვის, ექსპერტ გია აბაშიძის განცხადებით, მას სანდო წყარომ შეატყობინა, რომ ეკა ბესელია "ომეგა ჯგუფის" მფლობელისგან ქრთამს იღებდა.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)