|
2018-12-31 13:59:50, 1855 ნახვა
პოლიტიკა
ჯანეზაშვილი: გვრიტიშვილის განცხადება მოწმობს, რომ ისტერიულ მდგომარეობაში არიან
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადება მოწმობს, რომ ისტერიულ მდგომარეობაში არიან, პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას აღარ ერიდებიან, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, დიმიტრი გვრიტიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატთა სიაშია და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ უმაღლესი ინსტანციის მოსამართლე გახდეს. „გვრიტიშვილის განცხადება მოწმობს, რომ არიან ისტერიულ მდგომარეობაში, აღარ ერიდებიან პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას, ისინი არიან მოქმედი მოსამართლეები და მე ვფიქრობ, რომ მათ მართებთ მეტი მოთმინება. გარდა ამისა, გვრიტიშვილი თავად არის კანდიდატი, ყოველ შემთხვევაში, საბჭოს სია უკან არ გამოუწვევია და ჩვენ ამაზე გადაწყვეტილება არ მიგვიღია. თავად არის იგი კანდიდატი, დაინტერესებული პირი და როდესაც შედის პოლიტიკოსებთან პოლემიკაში, რომლებმაც უნდა მიიღონ გადაწყვეტილება მოსამართლის დანიშვნასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ეს გაუგებარია და არ იწვევს ნდობას“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)