|
2018-12-31 13:08:19, 1645 ნახვა
პოლიტიკა
ფოფხაძე: თანამდებობა არ შემიძენია - მთავარია იურიდიული კომიტეტი უღირსი მოსამართლეების გამტარად არ იქცეს
„თანამდებობა არ შემიძენია“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გდევან ფოფხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ეკა ბესელიას, მას და მათ მხარდამჭერებს ერთადერთი მიზანი აქვთ, რომ არ მოხდეს იურიდიული კომიტეტის გავლით, საპარლამენტო სესიაზე „უღირსი მოსამართლეების“ უზენაეს სასამართლოში გამწესება. „მე რაიმე თანამდებობა არ შემიძენია, აქ თანამდებობაზე ლაპარაკი არ იყო, ყველას პრინციპულად გვაინტერესებდა, ის რომ იურიდიული კომიტეტი არ იქცეს გამტარად უღირსი მოსამართლეების საპარლამენტო სესიაზე. რა თქმა უნდა, სესიაზე ჩვენ ჩვენს სიტყვას ვიტყვით, მაგრამ მთავარი ამოცანაა, პროცედურები ისე გაიწეროს ჩვენ მივიღოთ ღირსეული მოსამართლეები.აქ ვიღაცასთან ნიშნის მოგება ან ვიღაცისთვის რაღაცის დემონსტრირება ჩვენთვის მიზანი არ არის“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)