09:02 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-31 12:59:47, 1100 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სამინისტრო გენერალური ინსპექციის საგამოძიებო და ოპერატიული სამმართველოს გამომძიებლის პოზიციაზე 3 ვაკანსიას აცხადებს

იუსტიციის სამინისტრო გენერალური ინსპექციის საგამოძიებო და ოპერატიული სამმართველოს გამომძიებლის პოზიციაზე  ვაკანსიას აცხადებს. კანდიდატურის შესარჩევად ღია კონკურსი ცხადდება. დაინტერესებულ პირებს განაცხადების წარდგენა 20 იანვრამდე შეუძლიათ.

აღნიშნული ვაკანსიის გამოცხადება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო იუსტიციის სამინისტროს შეუერთდა. გენერალური ინსპექციის საგამოძიებო და ოპერატიული სამმართველოს გამომძიებელი გამოიძიებს იუსტიციის სამინისტროს სისტემის მოსამსახურის შესაძლო სამოხელეო დანაშაულს, აგრეთვე, აღმოსავლეთ საქართველოს პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულებს.

ინსპექციის საგამოძიებო და ოპერატიული სამმართველოს გამომძიებლის  თანამდებობრივი სარგო 2100 ლარია.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს უნდა ჰქონდეთ უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი); სისხლის სამართლის სფეროში მუშაობის, სულ მცირე, 2-წლიანი გამოცდილება, უნდა ფლობდნენ კომპიუტერულ პროგრამებს (MS Office: Outlook, Word, Excel, PowerPoint).

კონკურსი რამდენიმე ეტაპად ჩატარდება. პირველ ჯერზე მოხდება შემოსული აპლიკაციებისა და განცხადებების გადარჩევა საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისად, მეორე ეტაპზე გასულმა კონკურსანტებმა წერილობითი ტესტირება უნდა გაიარონ ქართულ ენასა და უნარ-ჩვევებში, ამ  ეტაპის წარმატებით გადალახვის შემდეგ კი ჩატარდება გასაუბრება, რომლის ფარგლებშიც კონკურსანტებს ზეპირი დავალების შესრულება მოუწევთ. გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მაღალ ქულას, მაგრამ არანაკლებ 3 ქულისა (მაქსიმალური ქულაა 5).

ვაკანსიით დაინტერესებულებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ და განაცხადი შეავსონ საჯარო სამსახურის ბიუროს საიტზე http://www.hr.gov.ge.  აქვე შეგიძლიათ ნახოთ გენერალური ინსპექციის საგამოძიებო და ოპერატიული სამმართველოს გამომძიებლის ფუნქცია-მოვალეობები,  საკვალიფიკაციო მოთხოვნები, წარსადგენი დოკუმენტაციების ჩამონათვალი, კონკურსის ჩატარების პროცედურა და სხვა დეტალები.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics