|
2018-12-31 12:56:40, 1541 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - სამწუხაროა, რომ რეგლამენტის დარღვევით იქნა არჩეული იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
„სამწუხარო ფაქტი, თუმცა ეს არის უკვე შემდგარი ფაქტი, რომ რეგლამენტის დარღვევით იქნა არჩეული თავმჯდომარის პირველი მოადგილე“, - ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ საკითხზე პოლემიკის გაგრძელებას აზრი არ აქვს, ვინაიდან ბიურომ საკითხი ცნობად უნდა მიიღოს. „მე მგონი ჯობია, ამ საკითხზე პოლემიკა არ წარვმართოთ, ეს იყო სამართლებრივი განმარტება, რომელიც მოვისმინე და რომელსაც აბსოლუტურად ვიზიარებ. ვფიქრობ, ამას ალტერნატივაც არ აქვს. არის სამწუხარო ფაქტი, თუმცა ეს არის უკვე შემდგარი ფაქტი, რომ რეგლამენტის დარღვევით იქნა არჩეული თავმჯდომარის პირველი მოადგილე. იურიდიული კომიტეტი, საპროცედუროსთან ერთად უნდა იყოს ის კომიტეტი, რომელიც არის პასუხისმგებელი რეგლამენტის დაცვაზე. ეს არის სამწუხარო მოვლენა, თუმცა ბიურო არ არის უფლებამოსილი შეაფასოს ეს მოვლენა. აქედან გამომდინარე, კენჭისყრის გარეშე ვიღებთ ცნობად ამ საკითხს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე აირჩიეს.
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)