09:02 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-28 20:13:33, 1604 ნახვა

საზოგადოება
განათლების სამინისტრო - კომიტეტში მიხეილ ბატიაშვილი მიწვეული არ ყოფილა, მოთხოვნის შემთხვევაში, მზად არის კითხვებს უპასუხოს

„დღეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტში მოსმენაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მიწვეული არ ყოფილა და შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში იგი მზად არის ყველა კითხვას გასცეს პასუხი“, - ამის შესახებ სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

უწყებაში კომიტეტის სხდომაზე მინისტრის არ დასწრების გამო, ოპოზიციის პროტესტს გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ დეპუტატების ნაწილი მომხდარი ტრაგედიით მანიპულირებს.

„აღსანიშნავია, რომ დღეს  18:00 საათზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტში ჩანიშნული იყო სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამსახურის საქმიანობის ანგარიში - მოსმენა, რის შესახებაც  პარლამენტის ვებ გვერდზე განთავსებული იყო ინფორმაცია. სამინისტრომ გამოთქვა მზაობა, ანგარიში ჩაებარებინა შესაბამისი კომიტეტისთვის, რისთვისაც შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი გამოცხადდა მოსმენაზე ანგარიშის ჩასაბარებლად.

სამწუხაროდ, კვლავ გამოჩნდა, რომ დეპუტატების ნაწილს არ აინტერესებს საქმესთან დაკავშირებული დეტალები, მათი  მხრიდან კვლავ განმეორდა ზუგდიდის მეექვსე სკოლის საკითხის პოლიტიკური ზრახვებისთვის გამოყენება და ამ ტრაგედიით მანიპულირება“, - ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, პარლამენტის განათლების კომიტეტის სხდომა, სადაც ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში აუდიტის სამსახურის შესვლისა და სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საკითხი უნდა განხილულიყო, გადაიდო. სხდომის გადადების მიზეზი ოპოზიციის პროტესტი გახდა. როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, საკითხის განხილვას განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი უნდა დასწრებოდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics