|
2018-12-28 19:39:11, 1667 ნახვა
საზოგადოება
მინისტრის არ დასწრების გამო, განათლების კომიტეტის სხდომაზე ია კერზაიას გარდაცვალების საქმის განხილვა გადაიდო
პარლამენტის განათლების კომიტეტის სხდომა, სადაც ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში აუდიტის სამსახურის შესვლისა და სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საკითხი უნდა განხილულიყო, გადაიდო. სხდომის გადადების მიზეზი ოპოზიციის პროტესტი გახდა. როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, საკითხის განხილვას განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი უნდა დასწრებოდა. „მინისტრის აქ არ ყონფა, გარდა იმისა, რომ არის რეგლამენტის და კანონმდებლობის დარღვევა, თქვენი მხრიდან და სამინისტროს მხრიდან არის საკითხის შინაარსის დაკნინება და საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა. როგორ გგონია აქ დღეს ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ბატონმა ქოჩიშვილმა რომელიღაც სკოლაში აღმოჩინა თუ არა ჰიგიენური ნორმების დარღვევა, თუ უნდა ვიმსჯელოთ და მინისტრს უნდა დავუსვათ შეკითხვები, ხდებოდა თუ არა წინასაარჩევნო პროცესში იძულებით სკოლის დირექტორებისა, სხვადასხვა საჯარო მოხელეების ჩართვა და ამას უკავშირდებოდა თუ არა სწორედ ის შემოწმება, რომელიც განახორციელა აუდიტის სამსახურმა. ეს არის შეკითხვები, რომელსაც მინისტრი უნდა პასუხობდეს და თქვენ თ ამ შეკთხვისგან გინდათ გაქცევა, ზუსტად იმის დადასტურებაა, რომ დღეს ტრიბუნასთან მინისტრი არ დგას და რომელიღაც ჩინოვნიკმა უნდა ისაუბროს სკოლაში ჰიგიენური ნორმები დარღვეული იყო თუ არა. არავის არ გვაინტერესებს ამ შინაარსის განხილვა, ჩვენ გვაინტერესებს „ქართული ოცნების“ მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი აიძულებდა თუ არა სკოლის დირექტორებს მონაწილეობა მიეღოთ საარჩევნო პროცესში და ამის შედეგი არის თუ არა ის ტრგედია, რაც მოხდა. ამაზე მინისტრის გარდა პასუხს ვერავინ ვერ გასცემს“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ. მიხეილ ბატიაშვილის არ დასწრების გამო, უკმაყოფილება გამოთქვა პარტიის კიდევ ერთმა წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა: „აღნიშნული სხდომა ჩანიშნული იყო ორშაბათს და არანაირი პრობლემა არ იყო პარასკევამდე გადადება. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ პირადად, ნამდვილად არ გვქონდა ინფორმაცია რომ მინისტრი არ მოდიოდა. არავის არ გვინდა დეპარტამენტის უფროსის მოსმენა, ამისთვის არ არის პარლამენტი, ასევე გადადეთ სხდომა როგორც გადაიდო ორშაბათიდან პარასკევამდე, ახალი კომუნიკაცია დაამყარეთ მინისტრთან და ახალი კომუნიკაციით შეუთანხმდით ბატონ ბატიაშვილს მობრძანდეს პარლამენტში და გასცეს პასუხი ყველა შეკითხვას“, - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა. ოპოზიციის წარმომადგენლებს კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა შესთავაზა, რომ დღეს განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის ინსპექტირების სამსახურის საქმიანობის ანგარიში მოესმინათ, ახლო მომავალში კი მინისტრის მოსმენის შესაძლებლობაც ექნებოდათ, თუმცა მათ უარი განაცხადეს. იმის გამო, რომ პროცედურასთან დაკავშირებით დეპუტატები ვერ შეთანხმდნენ და სხდომა დაპირისპირების ფონზე წარიმართა, კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა ის დახურულად გამოაცხადა.
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)