|
2018-12-28 12:49:56, 1092 ნახვა
საზოგადოება
ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნის - „მწერლები მშვიდობისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნის - „მწერლები მშვიდობისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საჯარო ბიბლიოთეკაში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ პროექტში მწერლების ჩართულობა სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის საუკეთესო გამოვლინებაა. მან პროექტის მონაწილე თითოეულ მწერალს მადლობის სიგელები გადასცა და დამდეგი შობა-ახალი წელი სიმბოლური საჩუქრებით მიულოცა. ღონისძიებას წარუძღვა ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, მწერალი გიორგი კეკელიძე, რომელმაც პროექტის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. მოგვიანებით, მან სიტყვა პროექტის მონაწილე ქართველ მწერლებს გადასცა. ავტორებმა საზოგადოებისა და ჯარის ერთიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ასევე ყურადღება მუშაობის პროცესსა და ნაწარმოებების პერსონაჟებზე გაამახვილეს. წიგნი - „მწერლები მშვიდობისთვის“ თავდაცვის უწყებამ გამოსცა. ამავე სახელწოდების პროექტის პრეზენტაცია მაისში ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში გაიმართა. მშვიდობის ეგიდით გაერთიანებულმა თორმეტმა ქართველმა მწერალმა შექმნა შემოქმედებითი ნაწარმოებები, რომლებიც ერთ კრებულად გამოიცა. წიგნში შესულია: ბესიკ ხარანაულის „მეფე და რაინდი“, ლია სტურუას „ორი სიტყვა თავისუფლებაზე“, თეონა დოლენჯაშვილის „წითელი ჭიანჭველები“, ზვიად კვარაცხელიას „ერთი მწიკვი სიმართლე“, ალეკო შუღლაძის „კაპრალი“, გიორგი კეკელიძის „ორი ცხენი“, ბასა ჯანიკაშვილის „სუკიტორი მიუცი“, რეზო თაბუკაშვილის „გაცურვა“, ნინო სადღობელაშვილის „ამანათი გამარჯვებულისთვის“, სალომე ბენიძის „სარკე“, გაგა ნახუცრიშვილის „მოლოდინი და გამგზავრება“ და რატი ამაღლობელის სიტყვა. ავტორები ნაწარმოებებში თხრობის საკუთარი მანერით, სიუჟეტის განვითარების დინამიკურობითა და დასწრების ეფექტით ყვებიან ისტორიებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას უახლეს წარსულში გადახდა. ნაწარმოებებში მოთხრობილ ამბებს ჰყავს რეალური გმირები, რომელთა შორის უმრავლესობა სამხედრო მოსამსახურეა. პერსონაჟების ინდივიდუალურ თავგადასავლებში ქვეყნის ისტორიის ეპიზოდებია შერწყმული, ასევე საუბარია ომის თანამედროვე სპეციფიკაზე - ჰიბრიდულ ომზე, ქალი სამხედროების მხედრულ მამაცობასა და ჯარისკაცების თავდადების მაგალითებზე. „მწერლები მშვიდობისათვის“ შეიარაღებული ძალების ღირებულებების შესახებ თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული კონცეფციის ნაწილია. ამავე კონცეფციის ფარგლებში უკვე განხორციელდა პროექტი - „მხატვრები მშვიდობისათვის“ და მომზადდა ვიდეორგოლები - "ერთიანი ღირებულებებით საქართველოსთვის".
(NS)
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)