|
2018-12-27 19:05:21, 1876 ნახვა
პოლიტიკა
მურუსიძე მოსამართლეთა სიაზე - აჟიოტაჟი სრულიად არაფრის გამო არის ატეხილი
„ეს აჟიოტაჟი არის ატეხილი სრულიად არაფრის გამო“, - ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა 10 კაციანი სიის პარლამენტში წარდგენაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა. მურუსიძის თქმით, მოსამართლეებს შეურაცხყოფა არავინ უნდა მიაყენოს და ისინი ყველა შეკითხვას პასუხს გასცემენ. „იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის ორგანო, რომელიც არ ნიშნავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, ის მხოლოდ წარადგენს. ასევე საქართველოში არის ასეთი კატეგორიის, ჯერ პრეზიდენტი წარადგენდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს და არავის პრეტენზია არ ჰქონდა. წარადგენდა თავის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებში მომუშავეებს. პარლამენტის თავმჯდომარეს, ვთქვათ, აქვს უფლება, დაასახელოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე. ასახელებს და პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს გამჭვირვალე პროცესი, თქვენ იცოდით, რის მიხედვით, შეარჩია პრეზიდენტმა კანდიდატები, როდესაც წარადგინა უზენაეს სასამართლოში. მთავარი თემა ამ სიტუაციაში არის ის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო და სასამართლო სისტემა პოლიტიკაში არ უნდა შევიდეს. არავინ უნდა მიაყენოს მოსამართლეს შეურაცხყოფა. მოსამართლეები მზად არიან, ნებისმიერ შეკითხვას ღია სხდომებზე გასცენ პასუხი“, - განაცხადა ლევან მურუსიძემ.
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)