|
2018-12-27 16:47:37, 1547 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - გაუგებარია, რატომ დაუკავშირა ეკა ბესელიამ გადადგომა ამ ყველაფერს
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისთვის, ეკა ბესელიას მიერ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის მიზეზი გაუგებარია. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ბესელიას მიერ დასახელებული მიზეზი არალოგიკურია, რადგამ კანდიდატების განხილვა გუშინ საგაზაფხულო სესიისთვის გადაიდო. "ჩვენ გვქონდა ამ საკითხის განხილვა საპარლამენტო ფორმატში. პარტიულ ფორმატში შედგა შეხვედრები უმრავლესობის წარმომადგენლებთან, რომელსაც პარტიის თავჯდომარე ესწრებოდა, სადაც განხილული იყო როგორც პროცედურა, ისე საუბარი იყო კანდიდატებზე. მე გავაკეთე განცხადება, რომ წელს აღარ ვიღებდი გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ ვინ უნდა ყოფილიყო უზენაესის მოსამართლე. ჩემთვის გაუგებარია ეკა ბესელიას განცხადების შინაარსი, რატომ დაუკავშირა გადადგომა ამ ყველაფერს, ლოგიკური საფუძველი არ ჩანს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)