|
2018-12-27 16:05:37, 1530 ნახვა
პოლიტიკა
ჭიჭინაძე - კობახიძე ბესელიას დაჟინებით სთხოვდა მოსამართლეობის კანდიდატურების განხილვას - ეკამ კი, პროცესი შეაჩერა
„ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არის დაპირისპირება ამ კოლექტიურ ზარდიაშვილებსა და ეკა ბესელიას შორის“, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, დავით ჭიჭინაძემ ჟურალისტებს განუცხადა. ჭიჭინაძის თქმით, ბესელიას გადაწყვეტილებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი შეჩერდა. ამასთან, მისი ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე სხდომის დანიშვნას ჩქარობდა, თუმცა ეკა ბესელიამ მას გადაწყვეტილებით ხელი შეუშალა. „ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არის დაპირისპირება ამ კოლექტიურ ზარდიაშვილებსა და ეკა ბესელიას შორის. კობახიძე დაჟინებით სთხოვდა, რომ ხვალ ჩატარებულიყო კომიტეტის სხდომა და ყოფილიყო წარმოდგენილი კანდიდატურების განხილვა. ეკამ თავისი გადადგომით გააჩერა ეს პროცესი. ბიუროს დღის წესრიგს ადგენს თავმჯდომარე, შესაბამისად, ბიუროზე იყო მოთხოვნა, რომ ხვალ ყოფილიყო მოსმენა. როდესაც მიხვდა, რომ ბესელია ამას არ დანიშნავდა, სასწრაფოდ გამოვარდა და მიიწერა ესე, რომ თითქოს, მისი გადაწყვეტილება იყო. ისე, დღე და ღამე ფიქრობდნენ, რომ ელოდებოდნენ ამ დღეს, როდის მიულოცავდნენ ახალ წელს ჩვენს მოსახლეობას ამ უსამართლო მოსამართლეების დანიშვნით“, - აღნიშნა ჭიჭინაძემ.
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)