06:03 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-25 11:15:49, 967 ნახვა

საზოგადოება
ნოტარიუსთა პალატა დეპუტატ დავით ჭიჭინაძეს პასუხობს

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა შეშფოთებას გამოთქვამს დეპუტატ დავით ჭიჭინაძის მხრიდან ნოტარიუსთა კორპუსის შეურაცხმყოფელი განცხადების გამო.

პოლიტიკოსმა ნოტარიუსთა სისტემა მოიხსენია, როგორც „ნოტარიუსის კანტორა". "ნოტარიუსის კანტორად გადაიქცა აქაურობა, შემოგვრეკავენ აქ ნახირივით და ბეჭდებს გვარტყმევინებენ", - განაცხადა მან. 

ნოტარიუსთა პალატის გამგეობა განმარტავს, რომ თითოეული სანოტარო აქტი, რომელსაც ნოტარიუსი ამტკიცებს, ემყარება ეროვნულ და საერთაშორისო კანონმდებლობას და იმ პირთა თავისუფალ ნებას, რომლებიც აქტის გასაფორმებლად მიმართავენ ნოტარიუსს. ნოტარიუსის პროფესია საპასუხისმგებლო და პატივსაცემი საქმიანობაა, რომელის მისამართით გაკეთებული დამაკნინებელი განცხადებები ვნებს ქართული სანოტარო სისტემის იმიჯს და დაუმსახურებლად შეურაცხყოფს ნოტარიუსის პროფესიას და თითოეულ ნოტარიუსს.

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა მოუწოდებს პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ ნოტარიუსების  შეურაცხმყოფელი გამონათქვამებისა და სანოტარო საქმიანობის დამაკნინებელ კონტექსტში მოხსენიებისაგან, დეპუტატ დავით ჭიჭინაძისაგან კი ბოდიშის მოხდას ელის იმ 265 ნოტარიუსისათვის, რომლებიც დღეს სანოტარო საქმიანობას ეწევიან.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics