|
2018-12-23 11:54:11, 1968 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე - 2019 წელი იქნება გაცილებით უკეთესი და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ პირველი რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მთავარი ნაძვის ხე აანთეს. მთავრობის მეთაურმა და დედაქალაქის მერმა მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ 2019 წელი უკეთესი იყოს. "გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. განსაკუთრებით მინდა ჩვენს პატარებს მივულოცო. მადლობა კახის, რომ 2019 წელს თბილისი ხვდება ასე ლამაზად. 2018 წელი ნამდვილად არ ყოფილა ყველაზე იოლი ჩვენი ქვენისთვის. ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი სამწუხაროდ, ჯერ კიდევ რთულ პირობებში ცხოვრობს. დღეს საქართველოს ისე სჭირდება ერთსულოვნება, როგორც არასდროს. სწორედ ერთად დგომით, დიდი სიყვარულით, მოტივაციით და რაც მთავარია, ერთსულოვნებით ჩვენ ყველა პრობლემას გადავჭრით. 2019 წელი იქნება გაცილებით უკეთესი, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ნდობისთვის, რომელიც კიდევ ერთხელ გამოგვიცხადეთ 2018 წელს. განსაკუთრებით მინდა მივესალმო და მივულოცო ჩვენს ემიგრანტებს, ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დარწმუნებული ვარ, რომ ერთსულოვნებით ჩვენ ბევრს მივაღწევთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და გისურვებთ მშვიდობას, ერთსულოვნრბას, ბედნიერაბას, ჩვენი სამშობლოს წინსვლას და კეთილდღეობას", -განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)