|
2018-12-21 20:16:20, 1808 ნახვა
პოლიტიკა
ინაშვილი - ყველამ აგოს პასუხი, ვინც დანაშაული ჩაიდინა კირკიტაძემაც, ინაშვილმაც და დანარჩენებმაც
„პოლიციის თმენის ვალდებულებასაც საზღვარი აქვს და მე მხარს გიჭერთ იმაში, რომ ყველამ აგოს პასუხი, ვინც კონკრეტული დანაშაული ჩაიდინა კირკიტაძემაც, ინაშვილმაც და დანარჩენებმაც, თუ ასეთ დანაშაულს ჩავიდენთ. მერე რა რომ საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები ვართ?!“ - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია პარლამენტარების შეკითხვებს პასუხობს. ამასთან, როგორც ინაშვილმა აღნიშნა, რომ მისი პოლიტიკური გუნდი ძალოვან სტრუქტურაში ჰუმანურ პოლიტიკას მხარს უჭერს. „მე მირჩევნია პოლიცია დარჩეს თმენის ვალდებულებაში, ვიდრე პოლიცია გავიდეს თმენის ვალდებულებიდან და ქუჩაში კიდევ არაერთი ახალგაზრდა მოკლას. ბევრი საქმეა გამოუძიებელი. მე ბუტა რობაქიძე ვახსენე, ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე, ხარძიანის მკვლელობის საქმე, განურჩევლობაზე რომ ვლაპარაკობთ, ქალბატონი, მთვარისა ნავერიანი ითხოვს კონკრეტული დამნაშავეების დასჯას. მოხდა მანდილოსანზე თავდასხმა მისი შეურაცხყოფა ფიზიკური, სიტყვიერი და ვითომ არაფერი. როცა უნდათ, ქალი პრიორიტეტია და უნდა დაიცვან და კანონი განსაკუთრებულ სიმკაცრეს ითვალისწინებს და როცა არ აინტრესებთ პერსონა, ეს არის განურჩევლობა სხვა კი არაფერი. ამიტომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვახერხოთ ერთი მარტივი რამ და თქვენ ამას გადასარევად უძღვებით სხვათაშორის და მე ეს მომწონს, ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს ამ ჰუმანურ პოლიტიკას ძალოვან სტრუქტურაში, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ჩვენ არ უნდა წაგახალისოთ თქვენ, როგორც მინისტრი და შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომ პოლიცია გავიდეს თმენის ვალდებულებიდან, თუმცა გეთანხმებით იმაში, რომ თმენას საზღვარი აქვს და ამ საზღვარს კანონი აწესებს და მე მხარს გიჭერთ იმაში, რომ ყველამ აგოს პასუხი, ვინც კონკრეტული დანაშაული ჩაიდინა კირკიტაძემაც, ინაშვილმაც და დანარჩენებმაც, თუ ასეთ დანაშაულს ჩავიდენთ. მერე რა რომ დეპუტატები ვართ და მერე რა რომ საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები ვართ, ჩვენ გვაკისრია ვალდებულება და ჩვენც გვაქვს პასუხისმგებლობა კანონის წინაშე“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)