05:03 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-21 15:36:19, 935 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკი“ სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობას აგრძელებს

„საქართველოს ბანკი“ სტუდენტური პროგრამის „ლიდერატორის“ განხორციელებასა და დასაქმების ხელშეწყობას აგრძელებს.

„საქართველოს ბანკი“ წელს უკვე მესამედ აცხადებს ლიდერატორის პროგრამას, რომელიც III და IV კურსის ბიზნესის ადმინისტრირები/ფინანსების/მენეჯმენტის წარმატებულ სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, 11 თვის განმავლობაში დააგროვონ პრაქტიკული გამოცდილება და შეიძინონ ახალი უნარ-ჩვევები ქვეყნის წამყვან ბანკში. პროგრამა „ლიდერატორი“ გულისხმობს სპეციალურად სტუდენტის საჭიროებაზე მორგებულ ტრენინგ პროგრამებსა და როტაციებს შემდეგ ხუთ მიმართულებაში: კორპორატიული საბანკო მომსახურება; საკრედიტო რისკები; ფინანსები; მცირე და საშუალო ბიზნესის საბანკო მომსახურება. სტუდენტებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა, პრაქტიკა გაიარონ საქართველოს ბანკის შვილობილ კომპანია  „გალტ ენდ თაგარტში“. საქართველოს ბანკი სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით სტუდენტებს სთავაზობს მათ სასწავლო პროცესზე მორგებულ გრაფიკს. თითოეულ სტუდენტებს ეყოლება ინდივიდუალურად მიმაგრებული მენეჯერული პოზიციის მენტორი, რომელიც მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით მისცემს რჩევებს და უკუკავშირს. 

პროგრამის დაწყებიდან 11 თვის შემდეგ, პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მონაწილეები დასაქმდებიან საქართველოს ბანკში. „ლიდერატორის“ წინა ორი პროგრამის ყველა მონაწილე უკვე საქართველოს ბანკის ან „გალტ ენდ თაგარტის“ თანამშრომელია.

„განათლებისა და დასაქმების  მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის, როგორც სოციალური კორპორატიული პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის,  მნიშვნელოვან და უცვლელ პრიორიტეტად რჩება. ჩვენი სურვილია, ხელი შევუწყოთ  სტუდენტებს  პროფესიულ განვითარებაში, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და კარიერული გეგმების განსაზღვრაში. საქართველოს ბანკი ამ პროგრამის ფარგლებში უკვე მესამე წელია სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას აიმაღლონ კვალიფიკაცია, გაიღრმავონ პრაქტიკა მათთვის საინტერესო სფეროებში მუშაობით. გვინდა სტუდენტებს მხარადაჭერა გავუწიოთ, იპოვონ თავიანთი ნამდვილი ინტერესის სფერო, რათა მიიღონ მაღალი ხარისხის პრაქტიკული გამოცდილება, ყოველივე ეს კი გამოიყენონ, როგორც საკუთარი მომავლისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისათვის”,- განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.
 

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics