|
2018-12-21 13:40:43, 1456 ნახვა
პოლიტიკა
ამერიკელი კონგრესმენი: საქართველოს მხარდამჭერი აქტი რუსეთს უგზავნის სიგნალს, ვის მხარეს ვართ ჩვენ
საქართველოს მხარდამჭერი აქტი სანქციებს უწესებს იმ ადამიანებს, რომლებმაც რუსეთის მიერ მიტაცებულ საქართველოს ტერიტორიებზე ადამიანის უფლებები დაარღვია, - ამის შესახებ კონგრესმენმა ტედ პომ აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებულ საქართველოს მხარდამჭერ აქტზე საუბრისას განაცხადა. როგორც კონგრესმენმა განმარტა, დოკუმენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. „ამაყი ვარ, რომ კონგრესმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი მიიღო. ეს აქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობას, ნათელს ხდის მთელი მსოფლიოსთვის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთმა უნდა დატოვოს ორი ტერიტორია, რომელიც უკანონოდ აქვს ოკუპირებული. მეორე, ეს აქტი ადასტურებს, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები უცვლელია და ეხმარება საქართველოს უსაფრთხოებისა და სამხედრო დახმარების კუთხით. მესამე, დოკუმენტი მიუთითებს, რომ აშშ-ს სურს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება საქართველოსთან. დოკუმენტის მთავარი მიზანი ასევე არის, რომ უზრუნველყოს ჩვენი ურთიერთობების განვითარება. ეს აქტი სხვა რამესაც აკეთებს – სანქციებს უწესებს იმ ადამიანებს, რომლებმაც რუსეთმა საქართველოს ოკუპირებულ ორ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებები დაარღვია. ეს დოკუმენტი კარგია საქართველოსთვის და აშშ-სთვის და რუსეთს უგზავნის სიგნალს, ვის მხარეს ვართ ჩვენ“, - განაცხადა ტედ პომ.
ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)