|
2018-12-21 09:05:30, 1654 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი დღეს, დღის ბოლოსთვის მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელი კანდიდატურა წარადგინოს ცესკო-ში
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრა საარჩევნო თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევის საკითხზე გამართა. სალომე ზურაბიშვილთან კონსულტაციებზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს აკვირდებოდნენ, ცესკო-ს თავმჯდომარეობის საკუთარი კანდიდატურები დაასახელეს და თითოეული კანდიდატის პროფესიონალიზმსა და კომპეტენციაზე ისაუბრეს. მესამე სექტორის წარმომადგენლებმა დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისას ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობის როლზე გაამახვილეს ყურადღება და საარჩევნო პროცესების მენეჯმენტის გამართული ფუნქციონირების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია ესწრებოდა, რომელმაც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. როგორც ლაშა ჟვანიამ აღნიშნა, დღეს, 12:00 საათამდე პრეზიდენტი წერილობით მიიღებს შეთავაზებებსა და ბიოგრაფიებს დასახელებულ კანდიდატებთან დაკავშირებით. ამასთან, პრეზიდენტსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობა და კონსულტაციები სხვა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებითაც გაგრძელდება. "შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ "საარჩევნო კოდექსთან" და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით თანამშრომლობა გაგრძელდება. შემდგომში არასამთავრობო სექტორის ჩართულობა უნდა იყოს აქტიური და პრეზიდენტთან კონსულტაციები სხვა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებითაც უნდა გაგრძელდეს. აღნიშნული ფორმატი კონსტრუქციული, მნიშვნელოვანი და აუცილებელია. რაც შეეხება, კანდიდატურებს, არასამთავრობო სექტორის მიერ დასახელდა რამდენიმე კანდიდატურა. პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას დღის ბოლოსთვის, რომელი სამი კანდიდატურა წარადგინოს განსახილველად ცესკოს", - აღნიშნა ლაშა ჟვანიამ.
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)