23:03 - 22 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-20 16:31:00, 5659 ნახვა

კულტურა
„Project ArtBeat“, თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, ირაკლი ბუგიანის გამოფენას - „Nowhere to Run“ უმასპინძლებს

21 დეკემბრიდან გალერეა „Project ArtBeat", თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, ირაკლი ბუგიანის პერსონალურ გამოფენას - „Nowhere to Run" უმასპინძლებს, რომელიც მხატვრის ბოლოდროინდელ ნამუშევრებს აერთიანებს.

ირაკლი ბუგიანი ძირითადად ფერწერის მედიუმში მუშაობს. ასევე კოლაჟის ტექნიკას მიმართავს - ნამუშევრებისათვის იყენებს ძველ და ახალ ფოტოებს, სხვადასხვა ვიზუალურ ინფორმაციასა და ტექსტებს რეალურ ცხოვრებაში მიმდინარე სოციალური, სამეცნიერო თუ პოლიტიკური მოვლენების შესახებ. ბუგიანისთვის მნიშვნელოვანია მუშაობის პროცესი და ამ პროცესის ტილოებზე ასახვა, სწორედ ამიტომ, ხელოვანი ზოგჯერ სპეციალურად ტოვებს ტილოზე შემოქმედებითი პროცესის სხვადასხვა ეტაპზე გაკეთებულ ფრაგმენტებს - თითქოს დაუმთავრებელია სურათები.

ირაკლი ბუგიანი ცხოვრობს და მუშაობს დუსელდორფში. მისი ნამუშევრები სხვადასხვა დროს, სხვადასხვა საგამოფენო სივრცეში პერსონალურ თუ ჯგუფურ გამოფენებზე იყო წარმოდგენილი: "To see a world in a Grain of Sand" – „დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნული მუზეუმი" (თბილისი - 2016), „Crossing the boundaries" – „AT388" (როტერდამი - 2015); „Kunstpreis" – „Kunsthalle Recklinghausen" (რეკლინგჰაუზენი - 2013); „Post Coitum Omne Animal Triste Est" - „Damenundherren" (დუსელდორფი - 2012); „Zwischen Gestern und Morgen" - „გალერეა 10" (კარლსრუე - 2011).

გამოფენა „Nowhere to Run" 8 თებერვლამდე გაგრძელდება.

გამოფენის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებ-გვერდს - www.projectartbeat.com

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გერმანიაში, ამერიკულ საჰაერო ბაზაზე თვითმფრინავი ჩამოვარდა, პილოტი კატაპულტირების შემდეგ გადარჩა
აზერბაიჯანმა ირანული ავიაკომპანიების რეისები აშშ-ის სანქციების გამო შეაჩერა.
ტრამპი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ რვა ომი დაასრულა
ანი ნადარეიშვილი, ბაჩო ახალაიას ცოლი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics