|
2018-12-20 12:55:53, 1460 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი ცესკო-ს თავმჯდომარეობის 3 კანდიდატს დღეს, NGO-ებთან კონსულტაციის შემდეგ წარადგენს
პრეზიდენტი ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევის მიზნით, დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციებს იწყებს, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი გაბუნიამმ განაცხადა. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, სწორედ პრეზიდენტმა უნდა დაასახელოს ცესკო-ს თავმჯდომარეობის სამი კანდიდატი, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაციას დასამტკიცებლად წარუდგენს. „პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს თავმჯდომარეობის სამი კანდიდატურა და მან უნდა გაიაროს კონსულტაციები არასამთავრობო ორგანიზაციებთან. წინა პარასკევს იქნა ცესკო-ს მიერ საბოლოო შედეგები გამოცხადებული. ჩვენ ხვალამდე გვაქვს ბოლო ვადა. ბუნებრივია, ხვალ ჩვენ წარვადგენთ სამ კანდიდატს ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანონით დადგენილი წესით მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი დღეს შეხვდება არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათთან გაივლის კონსულტაციებს და იქნება წარდგენილი სამი კანდიდატურა", - აღნიშნა გაბუნიამ. რაც შეეხება თამარ ჟვანიას გაბუნიასთვის უცნობია, დაასახელებს თუ არა პრეზიდენტი მას ერთ-ერთ კანდიდატად. „პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს იქნება თუ არა თამარ ჟვანია. მე პირადად თამარ ჟვანიასთან მიმართებაში არანაირი პრეტენზია არ მაქვს", -განაცხადა გაბუნიამ.
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)