|
2018-12-20 12:01:03, 1393 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ევროპულ ოჯახს და ვიყოთ ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი წევრი
„ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ევროპულ ოჯახს, ვიყოთ ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი წევრი და მონაწილე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 2018 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ევროინტეგრაციის თვალსაზრისით, 2018 წელი განსაკუთრებული იყო. „განახლებული მთავრობის პროგრამაში, რომელიც 5 პრინციპს ეყრდნობა, სწორედ ეს გახლავთ პირველი - ჩვენ შევძლოთ და ღირსეულად მივიყვანოთ ბოლომდე ჩვენი ერის ცივილიზაციური არჩევანი და საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, დავუბრუნდეთ ჩვენს ევროპულ ოჯახს, ვიყოთ ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი წევრი და მონაწილე. ამ თვალსაზრისით 2018 წელი იყო განსაკუთრებული და ძალიან წარმატებული. ამ თვალსაზრისით, აუცილებლად მინდა ვახსენო ჩვენი ისტორიული რეფორმა. ჩვენ გადავედით ახალ კონსტიტუციაზე, რომლის მიხედვითაც საქართველო ჩამოყალიბდა ევროპულ საპარლამენტო დემოკრატიად. ვფიქრობ, სწორედ საპარლამენტო რესპუბლიკა გახლავთ საუკეთესო მოდელი იმისა, რომ საქართველო იყოს წარმატებული, რომ გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ამავე დროს, 2018 წელს, საქართველოს ყავს პირველი ქალი პრეზიდენტი. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტის ინსტიტუტი კიდევ უფრო დაგვეხმარება ჩვენი მიზნების მიღწევაში“, - განაცხადა პრემიერმა.
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)