|
2018-12-20 11:41:36, 1381 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - ჩვენი ეროვნული ამოცანაა, ოკუპაცია და სიღარიბე ერთობლივი ძალისხმევით დავძლიოთ
„ოკუპაციისა და სიღარიბის დაძლევა ჩვენი ეროვნული ამოცანა, ამის გარშემო უნდა იყოს გაერთიანებული საქართველოს თითოეული მოქალაქის ძალისხმევა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის საქმიანობის 2018 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოში რეალური ცვლილებების განხორციელება 2012 წლიდან დაიწყო და სიღარიბის დასაძლევად მაქსიმუმი კეთდება. „საქართველოს წინაშე ჩვენ გვაქვს ორი ყველაზე უფრო მტკივნეული გამოწვევა - ეს არის ოკუპაცია და სიღარიბე, ეს არის ჩვენი ეროვნული ამოცანა, ორივე გამოწვევა ერთობლივი ძალისხმევით დავძლიოთ და ამის გარშემო უნდა იყოს გაერთიანებული საქართველოს თითოეული მოქალაქის ძალისხმევა. ყველას გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს სიღარიბის გარეშე, სადაც თითოეულ მოქალაქეს ექნება ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა. ჩვენი მიზანია, საქართველო დაუბრუნდეს თავის დიდ ევროპულ ოჯახს, სადაც ადამიანის თავისუფლება, ადამიანის უფლებები, სასამართლოს და მედიის თავისუფლება, კანონის უზენაესობა, კერძო საკუთრება წარმოადგენს მთავარ ღირებულებას. ამ ყველაფრის მიღწევა არის ძალიან რთული ამოცანა იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელიც გვაქვს საქართველოს წინაშე. 2012 წლიდან დაიწყო რეალური ცვლილებების განხორციელება და ყველა ჩემი წინამორბედი მაქსიმუმს აკეთებდა იმისთვის, რომ სიღარიბე სწრაფი ტემპებით შეგვემცირებინა და ამ თვალსაზრისით გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები. დაახლოებით 10%-ით შევამცირეთ სიღარიბე, თუმცა ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი სამწუხაროდ, რჩება სიღარიბეში. მთავარ გამოწვევად ჯერ კიდევ რჩება უმუშევრობა და ეს ძალიან რთული ბარიერია იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით განვითარდეს. აქედან გამომდინარე ბუნებრივია, ჩვენთვის მთავარ ამოცანად რჩება სიღარიბის დაძლევა. როდესაც ვსაუბრობთ ნებისმიერ ეკონომიკურ ინიციატივაზე, მთავარი შეფასების კრიტერიუმი გახლავთ ეს, თუ რამდენად დაგვეხმარება ესა თუ ის ინიციატივა, რომ საქართველოში ერთხელ და საბოლოოდ დავძლიოთ სიღარიბე. ჩვენ ვახორციელებთ მნიშვნელოვან რეფორმებს და დარწმუნებული ვარ, ეს რეფორმები საბოლოო ჯამში დაგვეხმარება და სიღარიბე იქნება დაძლეული. ამას სჭირდება გარკვეული პერიოდი. მთავარია, თითოეული ჩვენგანი იყოს დარწმუნებული, რომ საქართველოს მთავრობა ადგას სწორ გზად და ეს გზა მიგვიყვანს საბოლოო მიზნამდე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)