|
2018-12-17 20:37:09, 1426 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე - დღგ-ს დაბრუნების რეფორმის შედეგად, წლის ბოლომდე 520 მილიონ ლარს დავაბრუნებთ ჩვენი საწარმოების სასარგებლოდ
დღგ-ს დაბრუნება იყო რეფორმა, რომელიც სწორედ ბიზნესის მხრიდან იქნა აღქმული, როგორც პოზიტიური ნაბიჯი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქ ლაივში" ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ რეფორმის შედეგად წლის ბოლომდე საწარმოებს 520 მილიონი ლარის ოდენობის დამატებითი ღირებულების გადასახადი დაუბრუნდებათ. „დღგ-ს დაბრუნების პრობლემა ბიზნესისთვის მუდამ იყო თავისტკივილი. დღეს გავიარე ეს ციფრები და წლის ბოლომდე 520 მილიონ ლარს დავაბრუნებთ ჩვენი საწარმოების სასარგებლოდ, რაც ნიშნავს ჩვენი კომპანიებისთვის მეტი საინვესტიციო რესურსის მიცემას. ისინი შეძლებენ მეტი სამუშაო ადგილის შექმნას, შეძლებენ, უფრო აქტიურად ჩაანაცვლონ იმპორტი, გავიდნენ ექსპორტზე და გლობალურ კონკურენციაში გავხადოთ კონკურენტუნარიანი. ეს არის ძალიან წარმატებული რეფორმა და ვფიქრობ, ციფრული გადაწყვეტილებები, რომელიც მომავალი წლიდან შემოსავლების სამსახურსა და ფინანსთა სამინისტროში დაინერგება, ამ პროცესს კიდევ უფრო აქტიურს გახდის", - განაცხადა პრემიერმა. მთავრობის მეთაურმა ასევე უპასუხა ახალ საბაჟო კოდექსთან დაკავშირებულ კითხვას და აღნიშნა, რომ ახალი საბაჟო კოდექსი, რომელსაც ამჟამად პარლამენტი განიხილავს, შეტანილია ბევრი ცვლილება, რომელიც მათ შორის საბაჟო მონაცემების 100%-ის გაციფრულებას მოიცავს.
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)