|
2018-12-17 19:29:03, 1295 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია: კირკიტაძის დაკავება არის ისედაც ღრმა კრიზისში მყოფი ქვეყნის, კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შეყვანა
„კირკიტაძის დაკავება არის ისედაც ღრმა კრიზისში მყოფი ქვეყნის კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შეყვანა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე განაცხადა. ბოკერიას განცხადებით, კირკიტაძის ციხეში დატოვება იქნება ამ ძალიან რთული ვითარების კიდევ უფრო გართულება და ძალიან სახიფათო გზაზე დააყენებს ქვეყანას. „მაშინ, როცა ამ პერიოდის განმავლობაში უამრავი შემთხვევა გვქონდა ივანიშვილის რეჟიმთან დაკავშირებული, მათ შორის შავრაზმელი ჯგუფების ჩადენილი ძალადობის, მივარდნის აქციებზე, მოწოდების ძალადობისკენ და არავინ დასჯილი არ არის ამისთვის. დღეს ამ ფონზე, გუშინ უკანონო და ანტიკონსიტუციური ბრძანებების შესრულებისას პოლიციელებთან მომხდარი ინციდენტების გამო, ოპოზიციური ფიგურის, დავით კირკიტაძის დაკავება არის ისედაც ღრმა კრიზისში მყოფი ქვეყნის, კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შეყვანა ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან და წარმოადგენს დიდ ხიფათს ჩვენი ქვეყნისთვის. საბოლოოდ ამ უკანონო პოლიტიკას გადაჰყვება ივანიშვილის რეჟიმი, მაგრამ ამ პროცესში დიდი ხიფათი ექმნება ჩვენი ქვეყნის არა მარტო დემოკრატიის, არამედ ნორმალური განვითარებისა და სტაბილურობის პერსპექტივა. კირკიტაძის დაკავება ამ ვითარებაში არ ეხება კირკიტაძეს, ეხება ოპოზიციური სპექტრისთვის უტიფარ გზავნილს, რომ ლიცენზია ძალადობაზე, უკანონობასა და ანტიკონსტიტუციურ ქმედებაზე, აქვს მხოლოდ იმ ჯგუფებსმ ვინც დაკავშირებულია ივანიშვილის ჯგუფებთან“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. ცნობისთვის, დავით კირკიტაძე გურჯაანში დააკავეს. მასთან ერთად „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია იმყოფებოდა. კირკიტაძე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით არის დაკავებული.
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)