|
2018-12-17 14:47:46, 1050 ნახვა
პოლიტიკა
2019 წელს საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ეწვევა
2019 წელს საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვევა, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე დაადასტურა. მინისტრის თქმით, 2019 წელს საქართველოში ასევე ნატო-ს ეგიდით ფართომასშტაბიან წვრთნები ჩატარდება. „ჩვენ გვქონდა ძალიან წარმატებული წელი, ნატო-სთან ინტეგრაციის კუთხით, რაც ნატო-ს სამიტზე საქართველოსთან და უკრაინასთან განსაკუთრებული ფორმატით შეხვედრით დაგვირგვინდა, სადაც სწორედ შავ ზღვაზე უსაფრთხოების კონტექსტზე იყო ყურადღება გამახვილებული. უპრეცედენტო დეკლარაცია იქნა მიღებული შინაარსობრივი თვალსაზრისით. ასევე გვქონდა ძალიან წარმატებული ბოლო მინისტერიალი, სადაც შეჯამდა ყველა ეს მიღწეული შედეგი და დაისახა მომავალი წლის გეგმები. გვქონდა ძალიან მკაფიო გზავნილები ნატო-ს გენერალური მდივნის და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან. 2019 წელს ველით, რომ კიდევ უფრო მეტი ჩართულობა იქნება ნატო-ს მხრიდან, ველით ნატო-ს ეგიდით ფართომასშტაბიან წვრთნებს, ველით ნატო-ს გენერალური მდივანის ვიზიტს, ასევე ვმუშაობთ სხვა მნიშვნელოვან ღონისძებებზე, რაც კიდევ უფრო მეტად გაუსვამს ხაზს ნატო-ს ჩართულობას საქართველოში. ჩვენ ვსაუბრობთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გაძლიერებაზე“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)