19:46 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-17 09:11:33, 1289 ნახვა

პოლიტიკა
გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა რუსთაველის გამზირზე კარვები გაშალეს

გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა რუსთაველის გამზირზე კარვები გაშალეს.

ამ დროისთვის ადგილზე 8 კარავია გაშლილი. მოქალაქეების ნაწილი სოფელ ველისციხეში განვითარებული მოვლენების გაპროტესტებას აპირებს.

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ.

 „ჩვენ დღეს დაშლას არ ვაპირებთ. ჩვენ ვაპირებთ, გავაპროტესტოთ ის მოპარული არჩევნები, რომელიც წაართვეს ხალხს კრიმინალებმა“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ამასთან, აქციის მონაწილეებს შორის არიან შვილმოკლული მამები, რომლებიც რუსთაველზე რამდენიმე თვეა იმყოფებიან.

გაერთიანებული ოპოზიცია კონკრეტულ სამოქმედო გეგმას დღეს წარადგენს.

შეგახსენებთ, გუშინ გურჯაანში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცველებს პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, თელავის მიმართულებით გზა გადაკეტილი ჰქონდათ და აქციის მონაწილეებს თელავში ჩასვლა ყვარლის გავლით შესთავაზეს, რაზეც მათგან უარი მიიღეს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა პოლიციის კორდონის გარღვევა რამდენჯერმე სცადეს. შსს-ს ინფორმაციით, მათ საპოლიციო ტრანსპორტი და ტექნიკა დააზიანეს. ამასთან, დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics