|
2018-12-16 17:19:54, 1188 ნახვა
პოლიტიკა
თეიმურაზ გორჯესტანი: დღეს დაგითმეთ დედა
„დღეს დაგითმეთ დედა, დღეს დედაჩვენი გახდა საქართველოს პრეზიდენტი და ეს არის ეს არის ჩვენთვის დიდი სიამაყე“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის შვილმა, თეიმურაზ გორჯესტანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მან წინასაარჩევნოდ გაკეთებული განცხადება გაიმეორა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ყველას პრეზიდენტი იქნება. „დღეს დაგითმეთ დედა, დღეს დედაჩვენი გახდა საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს მთავარსარდალი. ეს არის ჩვენთვის, შვილებისთვის დიდი სიამაყე. ეს არის დიდი ემოციური მომენტი. ეს ნიშნავს საქართველოს ისტორიაში და ემიგრაციის ისტორიაში, რომ ემიგრაციის მემკვიდრე დაბრუნდა საქართველოში და მე ამ მომენტში ჩემს ბაბუასა და ბებიაზე ვფიქრობდი ყველაზე უფრო მეტს. მგონია, რომ ყველა ერთად ვფიქრობთ საქართველოს მომავალზე, საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე და რაც არის ჩვენი ოჯახისთვისა და ქვეყნისთვის მთავარი, ევროპულ მომავალზე“, - განაცხადა თეიმურაზ გორჯესტანმა. ცნობისთვის, ერეკლე მეორის სასახლის ტერიტორია, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფიცი დადო, ყველა სტუმარმა დატოვა. სტუმრებმა თელავის თეატრში გადაინაცვლეს.
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)