|
2018-12-14 14:43:07, 1099 ნახვა
საზოგადოება
„მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day- ქუთაისის დღის ცენტრს ადაპტირებულ მინივენს გადასცემს
„მაკდონალდსი“ ყოველწლიური საქველმოქმედო აქციის Mc Happy Day-ის ფარგლებში ქუთაისის დღის ცენტრის „ჯადოსნური სამყარო“-ს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პატარებს დაეხმარება. უკვე ტრადიციად ქცეული აქციიდან შემოსული თანხა არასამთავრობო ორგანიზაციას - განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს (EDEC) გადაეცა, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვებისთვის ადაპტირებული მინივენის შეძენას. მინივენი მოხმარდება ბენეფიციარების ქუთაისის მიმდებარე სოფლებიდან, თერჯოლისა და სამტრედიის დღის ცენტრებიდან ქუთაისის დღის ცენტრში ტრანსპორტირებას, სადაც მათთვის აუცილებელ თერაპიას გადიან. „დღის ცენტრი“-ს სერვისი ითვალისწინებს ბავშვების სხვადასხვა საჭიროებებზე მორგებულ მომსახურებას, მათი ინდივიდუალური განვითარების ხელშეწყობას, საზოგადოებაში ინტეგრაციას, მიტოვების პრევენციისა და ოჯახის მხარდაჭერის მიზნით. Mc Happy Day 1 ნოემბერს დაიწყო და ერთი თვის განმავლობაში მომხმარებლებს საშუალება ჰქონდათ „მაკდონალდსის ყველა რესტორანში სპეციალურად ამ აქციისთვის დამზადებული სუვენირები – სტიკერები, გასაღების საკიდები, ჩანთები და მისალოცი ბარათები შეეძინათ და მონაწილეობა მიეღოთ ქველმოქმედებაში. მაკდონალდსი ყოველწლიურად მართავს McHappy Days-ს კამპანიას, რომელიც გულისხმობს სხვადსხვა საჭიროების მქონე ბავშვების დახმარებას. ამ გზით კომპანია მუდმივად ცდილობს ბავშვებისთვის გარემოს გაუმჯობესებას და მათ საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას. საქველმოქმედო აქციის შემაჯამებელი ღონისძიება, ქუთაისში აღმაშენებლის მოედანზე #1 მდებარე მაკდონალდსში 12 დეკემბერს გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის - განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) წარმომადგენლები, სოციალური საწარმო „ფარშევანგის წარმომადგენლები და ბენეფიციარები მშობლებთან ერთად. 2017 წელს Mc Happy Days-ის ფარგლებში „მაკდონალდსი“ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად – „ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის” დაეხმარა და მთლიანად უზრუნველყო, ქუთაისის დღის ცენტრში სენსორული ოთახის მოწყობა. 2016 წელს რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოსთვის ექოსკოპიის აპარატი შეიძინა, ხოლო 2015-ში სოციალურ საწარმო „ქედელთან“ თანამშრომლობის შედეგად, კოჯრის შშმ ბავშვთა სახლს მიკროავტობუსი უყიდა, რომელიც ბენეფიციარ ბავშვებს ემსახურება. Mc Happy Days-ის ღონისძიებები ასევე ითვლის დიმიტრი ცინცაძის ფონდის, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების და სხვა ორგანიზაციების დასახმარებლად გამართულ არაერთ საქველმოქმედო აქტივობას.
(R)
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)