|
2018-12-06 12:48:05, 951 ნახვა
საზოგადოება
მერია - ისნის რაიონის სხვადასხვა მისამართზე 49 პროექტი ხორციელდება
ისნის რაიონის გამგეობა ავლაბრის, ნავთლუღისა და ვაზისუბნის საუბნო ტერიტორიებზე, სხვადასხვა მისამართზე 49 პროექტს ახორციელებს. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, ბრტყელი და ქანობიანი სახურავი შვიდ მისამართზე იცვლება; წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელებს რეაბილიტაცია 27 ლოკაციაზე უტარდება; ოთხ მისამართზე 14 სადარბაზო რემონტდება; ორი საცხოვრებელი კორპუსის სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია მიმდინარეობს; საერთო სარგებლობის ხის, ქვისა და ლითონის ოთხი კიბის აღდგენა ხდება; ორი ლიფტის რეაბილიტაცია-განახლება ხორციელდება. ასევე, ფასადის აღდგენა, სადარბაზოს შესასვლელი კარის მონტაჟი და წყალსაწრეტი მილის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტების მიმდინარეობას ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე ადგილზე გაეცნო. მასთან ერთად, ისნის საუბნო ტერიტორიების მიხედვით, ავლაბრის, ნავთლუღისა და ვაზისუბნის მაჟორიტარი დეპუტატები ირაკლი აბუსერიძე, ლევან დავითაშვილი, ნინო ლაცაბიძე და ილია ჯიშკარიანი იმყოფებოდნენ. გამგებელი და დეპუტატები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და ამხანაგობების საჭიროებებიდან გამომდინარე, სამომავლო პროექტებზეც ისაუბრეს. თანადაფინანსებული 49 პროექტი ეტაპობრივად, წლის ბოლომდე დასრულდება. ისნის რაიონის გამგეობამ 2018 წელს აღნიშნული მიმართულებით, ჯამში, 130 პროექტი განახორციელა, რომელთა საერთო ღირებულებამ 2 032 642 ლარი შეადგინა.
(NS)
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)