|
2018-12-01 15:00:44, 1162 ნახვა
საზოგადოება
1 წელი ხორავას ქუჩის ტრაგედიიდან - მსვლელობა რუსთაველის გამზირზე [ვიდეო]
ხორავას ქუჩის ტრაგედიიდან 1 წელი გავიდა. ერთ-ერთი მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამისთვის, ზაზა სარალიძისთვის დღემდე უცნობია, ვინ მოკლა მისი შვილი. ის უკვე რამდენიმე თვეა აქციებს მართავს, საქმეზე ობიექტური გამოძიების ჩატარებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვს. 1 წლის წინ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე მსვლელობა იმართება. მსვლელობაში, რომელიც პარლამენტის შენობიდან დაიწყო, ზაზა სარალიძე, მალხაზ მაჩალიკაშვილი და მათი მხარდამჭერები მონაწილეობენ. ისინი ცოტა ხნის წინ 51-ე საჯარო სკოლასთან გაჩერდნენ და მოკლული მოზარდების ხსოვნის პატივსაცემად სანთლები დაანთეს. მსვლელობა ხორავას ქუჩაზე დასრულდება. შეგახსენებთ, 2017 წლის პირველ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირება მსხვერპლით დასრულდა. ურთიერთშელაპარაკების დროს ორი მოზარდი - ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე დაჭრეს. დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი, ინციდენტიდან მეორე დღეს დაიღუპა. მკლელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააპატიმრეს, 5 პირი კი, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის პასუხისგებაში მიეცა. 1 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებაში ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ.-ს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ჯ.-ს 9 წლითა და 9 თვით. გარდა ამისა, 8 ივნისს ამავე საქმეზე მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით მერაბ მორჩაზე, ხოლო 9 ივნისს, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი დააკავეს. ორივე მათგანს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 19 ივლისს შსს-მ საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით კიდევ ერთი პირი - არასრულწლოვანი დ.ღ. დააკავა. 9 ნოემბერს მერაბ მორჩაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მორჩაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 2 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა სასჯელს პირობით გამოსაცდელი ვადით მოიხდის.
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ხოშტარია - არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც რომელიმე „ქოცი“, ბიძინა ივანიშვილით დაწყებული პატარა ზარქუათი დამთავრებული მსხვერპლის როლში დამინახავს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)