|
2018-11-30 12:52:05, 771 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს 10-მა თანამშრომელმა ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე ევროსაბჭოს სასწავლო პროგრამა გაიარა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე დისტანციური პროგრამის კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრო. ღონისძიება საქართველოს მთავარ პროკურატურაში გაიმართა. ნათია მეზვრიშვილმა და მთავარი პროკურორის მოადგილემ - გიორგი გოგაძემ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცეს. როგორც სიტყვით გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ განაცხადა: „შინაგან საქმეთა სამინისტრო მიესალმება მსგავსი ტიპის სწავლებაში პროკურორებისა და გამომძიებლების ერთობლივ მონაწილეობას, ვინაიდან ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ორივე უწყების გამოწვევაა. მინდა, მადლობა გადავუხადო კურსში მონაწილე შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა წარმომადგენელს და კიდევ ერთხელ მივულოცო ეს წარმატება. მათი მიერ მიღწეული წარმატებული შედეგები მოწმობს, რომ ისინი სწავლებას ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ“. დაჯილდოების ცერემონიალს, ასევე, ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორი - ლონდა თოლორაია, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი - ივანე პაპიაშვილი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე - უშანგი ლომიძე და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი - ქრისტიან ურსე. ევროსაბჭოს მხარდაჭერით ორგანიზებული დისტანციური სწავლების 5-თვიანი კურსი, საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს 10-მა თანამშრომელმა გაიარა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ევროსაბჭოს აღნიშნულ პროგრამაში პირველად მიიღეს მონაწილეობა. კურსდამთავრებულები სამინისტროს ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით მომუშავე გამომძიებლების, პატრულ-ინსპექტორებისა და მართლწესრიგის ოფიცრების გადამზადების პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან. ქალთა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. სამინისტროს თანამშრომლები, ამ დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისა და პრევენციის მიზნით, კვალიფიკაციის ასამაღლებელ სასწავლო და გადამზადების კურსებს კვლავ გაივლიან.
(NS)
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ხოშტარია - არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც რომელიმე „ქოცი“, ბიძინა ივანიშვილით დაწყებული პატარა ზარქუათი დამთავრებული მსხვერპლის როლში დამინახავს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)